Free Web Hosting Provider - Web Hosting - E-commerce - High Speed Internet - Free Web Page
Search the Web

   

განაცხადი | მიზნები | ღონისძიებები | მომავალი | ხელმძღვანელობა | დონორები | შემოწირულობები

 

ფონდის განაცხადი

საქართველოში მცხოვრები “ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ფონდი” საქართველოს ახალი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დაფუძნებული საქველმოქმედო ფონდია, მან 1999 წლის 14 მაისს გაიარა რეგისტრაცია. ფონდს სათავეში ჩაუდგნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ის სირთულეები და დიდი ტკივილი, რაც ამ დაავადებას შეიძლება თან ახლდეს და ის დიდი სულიერი შვება, რაც ასეთი გაჭირვების დროს ირგვლივ მყოფი ადამიანების დახმარებამ შეიძლება მოგვიტანოს.

დასაწყისი

ფონდის მიზნები:

  • მატერიალური, მორალური და სულიერი დახმარება გაუწიოს ლეიკოზით დაავადებულ ბავშვებს და მათ მშობლებს.

  • თანადგომა გაუწიოს ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა ოჯახებს, იზრუნოს მათი სოციალური დაცვისათვის.

  • გააუმჯობესოს და სრულყოს ლეიკოზით დავადებულ ბავშვთა სამკურნალო დაწესებულებებში ყოფნის პირობები.

  • იზრუნოს ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა მიმართ ქველმოქმედების დანერგვისა და შემდგომი განვითარებისათვის.

სამოქმედო პროგრამა ითვალისწინებს საავადმყოფოში ბავშვებისათვის ისეთი პირობების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს მათ სულიერ და გონებრივ განვითარებას. ამ პროგრამის განხორციელება ბავშვებს დიდად დაეხმარება მკურნალობასთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევაში და ამავე დროს გაადვილებს საავადმყოფოდან გაწერილი მოზარდის აქტიურ ცხოვრებაში (საბავშვო ბაღი, სკოლა და ა.შ.) ბუნებრივად ჩაბმას.

დასაწყისი

განხორციელებული ღონისძიებები:

საქველმოქმედო ფონდმა ონკო-ჰემატოლოგიურ ცენტრში, რომელიც თბილისში, ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე არსებობს, დაამონტაჟა ცხელი წყლის ავზი და სარეცხი მანქანა; გაარემონტა და მოაწყო ბავშვთა სათამაშო ოთახი, რომლისთვისაც შეიძინა პიანინო, მაგიდები, სკამები, დივანი, კარადები; ოთახის კედლები მოხატა მულტფილმების გმირთა სურათებით და ბავშვებს შეუქმნა თბილი, ოჯახური გარემო.

ფონდის წევრები პაციენტებთან და მათ მშობლებთან ერთად ზეიმობენ შობას, აღდგომას და სხვა მნიშვნელოვან დღესასწაულებს. დადიან ბავშვებთან საჩუქრებით, ნამცხვრებით, ტკბილეულით, აწყობენ მათი ნამუშევრების გამოფენებს; ბავშვების გასართობად ხშირად იწვევენ თოჯინების, მარიონეტების, ზღაპრის თეატრის მსახიობებს, მუსიკოსებს, მომღერლებს, ჯამბაზებს; ფონდმა თბილისის ონკო - ჰემატოლოგიურ ცენტრში დაამკვიდრა ხელოვნებითი თერაპია და ამ მიზნით მოიწვია 4 პედაგოგი; ბავშვებს კვირაში ერთხელ უტარდებათ ხელგარჯილობის და მუსიკის, ხოლო 2-ჯერ ხატვისა და ძერწვის გაკვეთილები.

როცა ისინი მუშაობენ - ქსოვენ, კერავენ, ქარგავენ, ძერწავენ, მღერიან, ამზადებენ სასარგებლო ნივთებს - მათ უბრუნდებათ სიცოცხლის ხალისი და ინტერესი. ამ სახის აქტიურობა გამოჯანმრთელების ერთ-ერთი წინაპირობაა.

დასაწყისი

ფონდს დაგეგმილი აქვს:

  • გამოსცეს ბავშვთა ნახატებით გაფორმებული კალენდრები, ბუკლეტები, მოაწყოს ბავშვთა ნამუშევრების გამოფენები;

  • კლინიკაში მოიწვიოს სკოლის მასწავლებლები იმ ბავშვებისათვის, რომლებიც მკურნალობის გამო დროებით ჩამოშორებულნი არიან სასწავლო პროცესისგან;

  • ბუნების წიაღში, ქალაქგარეთ მოაწყოს ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრი.

დასაწყისი

ფონდის ხელმძღვანელობა:

ფონდის თავმჯდომარე და დამფუძნებელია მანანა ჩუბინიძე (2), პროფესიით ფილოლოგი;
ფონდის დამფუძნებლები აგრეთვე არიან არქიტექტორი გოჩა მიქიაშვილი (3), ექიმი თინათინ ჩუბინიძე (1), ინჟინერი მაია ვაშაძე (5).

ფონდის წევრები არიან ნინო დანელია, მაია ქავთარაძე და ინგა მჟავანაძე.

ფონდის კონსულტანტები არიან: პროფესორები ასმათ შენგელაია და ლევან ბახტაძე (ბავშვთა რესპუბლიკური კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიური ცენტრი, საქართველო), დოქტორი ქრისტოფ ტაუტცი, მარაიკე და იაკობ ბაიკერკები (გერმანია), ქალბატონი მარუსია ჭავჭავაძე (აშშ).

დასაწყისი

ფონდის დონორები არიან:

ჰენრი ტალერის და შტერნტალას ფონდები, ქალაქ ვიტენის ვალდორფის სკოლა, ქალბატონები ქრისტა გებლერი, მარგარეტ ნიკოლაი, დორის შრაინერი, მარგიტ დიდრიხი, შტეფანი რუდოლფი, ულრიკე ვეზენბერგი, ულრიკე მითელშტრასი, რენატე ტაუტცი, ინგე და ჰანს ზიჰელშმიტები, ჰილდე და ვოლფგანგ ჰელმები, სანდრა ბაუმანი, ქრისტა და ფრიც ლიუთცენქირხენები (გერმანია), ქალბატონები დორის ფოგელი, მარგო ბერნჰარტი, ბატონი კარლ-ჰაინც ჰაინრიჰი (ავსტრია), მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, World Vision-ის საქართველოს წარმომადგენლობა, ქალბატონები რუსუდან ბოლქვაძე, ნინო ჯანჯღავა, ბატონები გია ბაჯელიძე, ზურაბ გაბუნია, მიშა ანთაძე, ზურაბ ქიქოძე (საქართველო) და სხვები.

ვინაიდან მთელს მსოფლიოში ფონდები შემოწირულობებით არსებობენ, ჩვენი ფონდისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების თანადგომას.

გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენთაგანის დახმარება, იქნება ეს მატერიალური თუ მორალური, სასიკეთო გავლენას მოახდენს ამ ბავშვების ხანგრძლივი მკურნალობისა და მათი შემდგომი რეაბილიტაციის პროცესზე.

ყველამ ერთად გავახაროთ პატარების გულები, ყველამ ერთად შევუმსუბუქოთ განსაცდელი ლეიკოზით დაავადებულ ბავშვებს და მათ მშობლებს.

.

დასაწყისი

ჩვენს ანგარიშებზე თანხების ჩასარიცხად გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი რეკვიზიტებით:

ს.ს. საქართველოს ბანკის“ვაკის ფილიალი. კოდი 220101503
ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
ეროვნული ლარის ანგარიშის N 200700203
სავალუტო ანგარიშის N 73 801 070 413

ჩვენი მისამართია:

საქართველო, თბილისი 380079
ირაკლი აბაშიძის ქ. N 10, ბინა 32

ტელ.: +99532 / 23-38-95
ფაქსი: +99532 / 22-54-69
მობილური ტელ.: 8 999-222-53
ვებგვერდი: www.fund.8m.com
ელ-ფოსტა: mikia@caucasus.net

დასაწყისი


© 2002 საქართველოში მცხოვრები ლეიკოზით დაავადებულბავშვთა საერთაშორისო ფონდი.
ყველა უფლება დაცულია. შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
mikia@caucasus.net